განათლების მინისტრი: „როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას“
ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კვალდაკვალ, პრემიერის გუშინდელ დამატებით განმარტებას უკვე განათლების მინისტრის კომენტარი მოჰყვა. მინისტრი ჩხენკელი ამბობს, რომ სწავლის განახლებას სექტემბერში საფრთხე არ შეექმნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისის საერთაშორისო უნივესიტეტში ვიზიტისას გააკეთა.
„სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, „თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას”.
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება