გარდაბანში კორონავირუსით ერთი სკოლის 10 მასწავლებელი დაინფიცირდა
გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა 30 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იქნება. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციაში იქნებიან.
საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.
წყარო: imedinews.ge
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19