გერმანია 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს

გერმანიაში 7 ივნისიდან 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, იმისათვის, რომ 7 ივნისიდან მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს, საჭიროა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს.
ამ დროისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვაქცინაციაში მხოლოდ 16 წელს ზემოთ პირები მონაწილეობენ.
ევროპის წამლის სააგენტო (EMA) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირში პირველი ვაქცინა იქნება, რომელიც ავტორიზაციას მიიღებს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის.
წყარო: imedinews
-
შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
-
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19