კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე დერმატო-ვენეროლოგიაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე დერმატო-ვენეროლოგიაში (3 ადგილი).
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით (სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირი ლაშა დოლიძე, 592 52 99 77).
კონკურსანტებთან გასაუბრება განხორციელდება 28 იანვარს 17 საათზე.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
დ) დიპლომის ასლი;
ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა – 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა – 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება – 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები – 2 ქულა.
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ARIS.GE-განათლება
-
CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი