GE

CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წევრები აბრეშუმის გზის ქვეყნების მეხილეობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წევრებმა – პროფესორმა დავით მაღრაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია კიკვაძემ და დოქტორანტმა ალექსანდრე შამუგიამ, მონაწილეობა მიიღეს მებაღეთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების (ISHS) მიერ ორგანიზებულ აბრეშუმის გზის ქვეყნების მეხილეობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმში – SILKROAD2026, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიმპოზიუმზე ფაკულტეტის სახელით ორი კვლევა წარადგინეს: პროფესორმა დავით მაღრაძემ – ზეპირი მოხსენება, ხოლო დოქტორანტმა ალექსანდრე შამუგიამ – საპოსტერო პრეზენტაცია. კვლევები შესრულებულია უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო ფუნდამენტური და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამაგისტრო საგრანტო დაფინანსებით.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მოხსენებები მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულებით თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ხორვატიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი აკადემიური პოტენციალი და კვლევითი შესაძლებლობები ამ სიმპოზიუმზე:

საქართველოში მიმდინარე ვაზის ადგილობრივი გენოფონდის შესწავლის მიმართულებით განხორციელებულმა კვლევებმა მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია;

სიმპოზიუმზე წარდგენილი საპოსტერო პრეზენტაციებს შორის საუკეთესოდ იქნა მიჩნეული ალექსანდრე შამუგიას პოსტერი და მას მიენიჭა ISHS-ის ჯილდოთი კატეგორიაში „ახალგაზრდა გონება“.

სიმპოზიუმის სამეცნიერო კომისიის წევრი და მცენარეთა ფიზიოლოგიის სესიის მოდერატორი დავით მაღრაძე იყო.

CIU-ს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისთვის, ასევე გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და ხელს უწყობს მათ მონაწილეობას მსგავს სამეცნიერო ღონისძიებებში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური