კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში (3 ადგილი).
კურსის ხანგრძლივობა – 11 თვე;
პროგრამის ხელმძღვანელი – ლელა გრიგოლია.
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით, 12:00-16:00 მდე (კსუ, ჩარგლის ქ. 73, სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირი ლაშა დოლიძე, 592 52 99 77).
გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 28 აგვისტოს, სწავლა დაიწყება 2020 წლის 1 სექტემბერს.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
დ) დიპლომის ასლი;
ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა – 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა – 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება – 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები – 2 ქულა.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი