კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ელექტრონული სწავლების შემოღების თაობაზე მზაობას აცხადებს
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მზაობას ელექტრონული სწავლების შემოღების თაობაზე, რაც გულისხმობს 16 მარტიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვას.
“ეს საჭიროებს თქვენს აქტიურ თანამონაწილეობას ამ პროცესის განხორციელებაში. გთხოვთ, შეავსოთ სასწავლო პროცესის მართვის სისტემა ,,გონში“ ატვირთული მცირე კითხვარი. ეს დაეხმარება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მაქსიმალურად ეფექტიანად დაგეგმოს ელექტრონული სწავლების პერიოდი”, – ვკითხულობთ უნივერსუტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო – საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი