კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მკითხველს კვარტალური გამოცემის სააღდგომო ნომერს სთავაზობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მკითხველს კვარტალური გამოცემის სააღდგომო ნომერს სთავაზობს.
ახალ გაზეთში შეგიძლიათ გაეცნოთ კსუ-ის ვიცეკანცლერის, ნინო ჩუბინიძის ინტერვიუს დისტანციური სწავლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წინაშე დღეს არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ.
აქვეა სიახლეები საუნივერსიტეტო ცხოვრების, დაგეგმილი და განხორციელებული ვორკშოპების, საერთაშორისო თანამშრომლობის, სამეცნიერო მიღწევების, კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ.
მკითხველს საშუალება ექნება, ვრცელ მასალას გაეცნოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მადრიდში ვიზიტის შესახებ. 2020 წლის 10 თებერვალს ავთენტური ღვინის მოყვარულებმა ესპანეთის დედაქალაქში რადიკალური ღვინის გამოფენა მოაწყეს. ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარანი „კოლხი“ სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ საგანმანათლებლო ტელეარხზე „პირველი არხი – განათლება“ კსუ-ის მულტიმედია ცენტრის გადაცემათა ციკლი – „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ გავა. მაყურებელს სასწავლო-შემეცნებითი სერიების ნახვა ყოველ შაბათ-კვირას შეეძლება.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობა გაზეთის ახალ ნომერშია შესაძლებელი.
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი