კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის განცხადებას ავრცელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელების მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თავიდან იქნას აცილებული სტუდენტთა თავშეყრა აუდიტორიებში, შესაბამისად, შუალედური გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, ხოლო შემდეგ, საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის გაგრძელების საკითხი გადაწყდება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რაზეც უნივერსიტეტის მხრიდან გავრცელდება დამატებითი განცხადება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც საბაკალავრო, ასევე ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს. პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებთან დაკავშირებით (მედიცინის ფაკულტეტი; მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი) კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ საგნის ლექტორისგან. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!”
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი