კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში. უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები; მაღალი კვალიფიკაციის პრაქტიკოსი ლექტორები; დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; გადახდის მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია, რაც მომავალ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელოდებათ.
უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით ყალიბდებიან კონკურენტუნარიანი კადრები: სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტი; სამართლის ფაკულტეტი; ბიზნესის ფაკულტეტი; მედიცინის ფაკულტეტი; მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი.
აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წელს არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ, მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული წამახალისებელი შეთავაზებებით ისარგებლებენ.
საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში, პირველკურსელები სწავლის დაწყების მომენტიდან ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიასა და ლეპტოპს მიიღებენ, მეორე ნომრად არჩევის შემთხვევაში კი საჩუქარს აირჩევენ – ან 100-ლარიანი სტიპენდია, ან ლეპტოპი.
თუ აბიტურიენტი 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად ექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება, ასევე მიიღებს ლეპტოპსა და 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველივე სემესტრიდან.
მეორე სემესტრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელს, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს 100%-იანი, 50%-იანი ან 20%-იანი სტიპენდია, სწავლის საფასურის ოდენობით.
ფინანსური შეღავათებია ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, რომლებიც მედლის ხარისხის შესაბამისად, 20%-იან ან 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ პირველკურსელს განვითარების უმაღლესი სტანდარტების გარემოს ჰპირდება: გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; პრაქტიკოსი ლექტორები; გადახდა 6 ნაწილად ან სტუდენტზე მორგებული გრაფიკით; მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება და დასაქმების ხელშეწყობა.
აირჩიე 115!
აქ შენი განვითარების სივრცეა!
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!
იგრძენი ცოდნის ძალა!
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი