კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო

16 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გაზაფხულის სემესტრი ჩვეულ რეჟიმში, დისტანციური ფორმატით საპილოტე რეჟიმში დაიწყო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი, რომელმაც სწავლების ონლაინ პლატფორმა უმოკლეს დროში აამოქმედა და მოახერხა ყველა პროგრამის ამ მიმართულებით ადაპტაცია.
სტუდენტებს ლექციების მოსმენა სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „გონის“ მეშვეობით შეუძლიათ. ასევე, გააქტიურებულია Webex-ის პლატფორმა, რომელიც ლექტორებსა და სტუდენტებს ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დეკანატები დისტანციური სწავლების შეუფერხებლად წარმართვისთვის, სტუდენტებს მუდმივ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტმა ჩაატარა სტუდენტების და ლექტორების ტრენინგები, ასევე გადაამზადა ადმინისტრაციული პერსონალი.
დისტანციური სწავლების რეჟიმი უნივერსიტეტში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი მისი გახანგრძლივება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კლინიკური კურაციები 1-ლი აპრილიდან დაეწყებათ.
უცხოელ სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს სასწავლო პროცესი 1-ლი აპრილიდან, ხოლო 30 მარტიდან საპილოტე რეჟიმში დაეწყებათ.
მათი სასწავლო ფორმატი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას გაუწიოს აქტიური დახმარება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის.
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი