კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თითოეულ აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სოციალურ ქსელში აბიტურიენტებისთვის მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო აბიტურიენტებო!
დღეიდან თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო, როდესაც პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ უმაღლესი განათლებისა და ამ სფეროში თქვენი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. გვჯერა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმატებით გაართმევთ თავს და მომავალი სასწავლო წლიდან უკვე სტუდენტის სტატუსით გააგრძელებთ მოღვაწეობას, რომელიც აღსავსეა ახალი გამოწვევებით, ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც წლებია უკვე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში, გთავაზობთ: საუკეთესო სასწავლო გარემოს; თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდებს; მრავალფეროვან კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებს; გაცვლით პროგრამებს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; მაღალი კვალიფიკაციის პრაქტიკოს ლექტორებს და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი თითოეული სტუდენტის განვითარებაში მათი კომპეტენციის შესაბამისად; სხვადასხვა სახის ფინანსურ წახალისებას; გადახდის მოქნილ სისტემასა და თქვენს ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გრაფიკს.
კიდევ ერთხელ თითოეულ აბიტურიენტს გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და თქვენი მიზნების განხორციელებას!”, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი