კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო წლის ვადები დაამტკიცა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ ახალი სასწავლო წელი კსუ-ში 14 სექტემბერს უნდა დაიწყოს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომედაციების გათვალისწინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება ჩვეული ფორმით საუნივერსიტეტო სივრცეში.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან სწავლების ფორმის ცვლილების რეკომენდაციის შემთხვევაში, შესაძლებელია სწავლა გაგრძელდეს ელექტრონული ან შერეული ფორმით, რის შესახებ ინფორმირება მოხდება პირველივე შესაძლებლობისთანავე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან სასწავლო წელს.
დანართი: 2020-2021 სასწავლო წლის ვადები
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი