GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება რეგისტრაცია 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.

პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 7 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შერეული ფორმით – დისტანციურად ან ადგილზე გამოცხადებით.

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩარგლის ქუჩა N73

სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან. პანდემიის გათვალისწინებით, შესაძლებელია სემესტრული საფასურის ნახევარი თანხის გადახდით რეგისტრაცია.

სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა.

სემესტრული გადასახადი შეადგენს:

  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) – 1250 ლარი;
  • სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) – 1250 ლარი;
  • ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი) – 1250 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა) – 1600 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (სტომატოლოგია) – 1475 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია ) – 1250 ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა- მეღვინეობა) -1125 ლარი.

შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.

დისტანციური რეგისტრაციის ფორმატის შესახებ ინფორმაცია დაიდება 7 სექტემბრამდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური