კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტში მასობრივი კომუნიკაციის ახალი სადოქტორო პროგრამა ამოქმედდება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტში მალე მასობრივი კომუნიკაციის ახალი სადოქტორო პროგრამა ამოქმედდება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიამ დასაქმების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც გამოვლინდა მასობრივი კომუნიკაციების დოქტორთა დასაქმების ბაზარზე არსებული ტენდენციები, საკადრო მოთხოვნები და, ასევე, ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც პროგრამამ უნდა დააკმაყოფილოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის განსახორციებლად; უნივერსიტეტის აფილირებულ და მოწვეულ პროფესორთა კვალიფიკაციის მაღალი დონე, უნივერსიტეტში არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული მულტიმედია ცენტრი, რომელიც სამეცნიერო თეორიული კვლევებისა და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა ახალი სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ხათუნა კაჭარავამ.
მისივე თქმით, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კომუნიკაციის მაღალკვალიფიციური მკვლევრების მომზადება, რომლებიც მასობრივი კომუნიკაციის თეორიების, მოდელების, მასკომუნიკაციის ძირითადი ტენდენციების, კვლევის მეთოდების ცოდნის საფუძველზე, კომუნიკაციის პროცესის, კვლევის შედეგების ანალიზსა და ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნას შეძლებენ.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, მზადება თითქმის დასრულებულია და აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტთა პირველ ნაკადს გაზაფხულის სემესტრში მიიღებს.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტი პროფესიაზე – „აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას ამას ვურჩევდი“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი