კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს ხუთენოვანი გამოცემა და აგროკონფერენცია კსუ-ში

კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის, ბაზრის მოთხოვნებითა და მეზობელი ქვეყნების თხოვნით, უკვე ხუთ ენაზე გამოიცა. სახელმძღვანელო ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” (JRC) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS-ის პროგრამის ,,ალიანსები კავკასიაში” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამოიცა.
კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის შექმნიდან მესამე წელს უკვე თერთმეტი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვისაა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარებაში. ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ბაზაზე არაერთი ვორქშოპი ჩატარდა. ,,სამეზობლო აგროგილდიას”, რომელიც მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორის აქტორთა გაერთიანებას ისახავს მიზნად, სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწერა ხელი, რის შემდეგაც კსუ-ში დაიბეჭდა პირველი სახელმძღვანელო აგროჟურნალისტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ის გასცდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და სპრინგფილდის ბიბლიოთეკის დაინტერესებაც გამოიწვია.
ამასთან, 4 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს აგროკონფერენციას, რომელიც აგროკომუნიკაციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოსა და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე.
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი