კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი 13 საბავშვო ბაღში შეწყდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
როგორც ირკვევა, ბაღების თანამშრომელთა ნაწილს COVID-19 დაუდასტურდა, პერსონალის ნაწილს კი კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. თანამშრომლები თვითიზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდა.
ინფორმაციის განახლება:
„სამწუხაროდ, 14 ბაღში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა, მათ შორის, 12 თანამშრომელია და ორი ბავშვი, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. მაქსიმალურად კონტროლზე გვყავს აყვანილი და უსაფრთხოების ზომები ყველა ბაღში მაქსიმალურად დაცულია. ვასრულებთ იმ რეგულაციას, რაც მიღებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ დასწრებაც ნაკლებია, თუმცა მშობლებს ბავშვები ჩვეულებრივ დაჰყავთ ბაღებში. ორშაბათს ჩვენ არ გავხსენით ოთხი ბაღი და მას შემდგომ 10 ბაღი დავხურეთ. დღეს არც ერთი შემთხვევა გვქონია, ეს არის წინა დღეების შემთხვევები. ეს გახლავთ 36-ე, 99-ე, 89-ე, 53-ე , მე-4, 29-ე, 153-ე, 35-ე, მე-16, 21-ე, 72-ე, 93-ე, 190-ე ბაღები და ბაგა-ბაღი „ხუთკუნჭულა“. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და მართვადია. როდესაც თანამშრომელს ან აღსაზრდელს კოვიდინფექცია უდგინდება, ვუკავშირდებით „112“-ს და ბაღი იხურება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია