კორონავირუსის გამო, თბილისში დახურული ბაღების რიცხვი 68-მდე გაიზარდა
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, თბილისში უკვე 68 საბავშვო ბაღი დაიხურა. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, ინფიცირებულთა შორის არიან როგორც ბაგა-ბაღების პერსონალი, ისე აღსაზრდელები.
“კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა გამო, ამ ეტაპისთვის დედაქალაქში 68 საბავშვო ბაღია დახურული. თითოეული ბაღის გახსნა კი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და საიზოლაციო ვადის გასვლაზე, რაც ყველა ბაღისთვის ინდივიდუალურია”, – აღნიშნეს სააგენტოში.
ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით ამჟამად 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.
-
შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია
by ARIS.GE-განათლება
-
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება
by EDUVID-19