კორონავირუსის გამო, თბილისში უკვე 55 საბავშვო ბაღია დახურული – როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი
ამჟამად თბილისში, COVID-19-ის ფაქტების გამოვლენის გამო, 55 საბავშვო ბაღია დახურული და მათი გახსნა ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ არის დაგეგმილი – აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან არც ერთის შემთხვევაში შიდა გავრცელება არ მომხდარა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ COVID-19-ით ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ დახურული საბავშვო ბაღების დირექტორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
კახაბერ გვანცელაძემ თითოეულ ბაღში გამოვლენილი შემთხვევის, დაინფიცირებულთა მდგომარეობისა და დახურული ბაღების გახსნის გეგმა-გრაფიკების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების ჩასატარებლად ბაღების სამოქმედო გეგმებსა და ბაღების რამდენიმე დღით დახურვის საკითხს.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19