კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, სოფელ გამარჯვებაში 3 საბავშვო ბაღი დაიხურა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელი გამარჯვების სამ საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გიორგი მახათაძე EDU.ARIS.GE–სთან საუბარში ადასტურებს.
“ვიცი, რომ ბაღები კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაიხურა, თუმცა დეტალური ინფორმაცია – ვის და როდის დაუდასტურდა კოვიდი – არ მაქვს”, – გვითხრა გიორგი მახათაძემ.
ინფორმაციისთვის, ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლესაც დაუდასტურდა, რის გამოც მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა. სკოლა 30 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კი საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19