კსუ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს
კსუ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა – 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II და III წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I წელს;
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა – 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II და III წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, VI, VIII, X, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა პირველი კურსის სტუდენტებისათვის არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა (წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ჩააბაროს გამოცდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში).
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, VI, VIII, X სემესტრებში;
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, VI, VIII სემესტრებში;
მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV სემესტრებში;
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 22 იანვრიდან 5 თებერვლის 18 საათამდე.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს დოკუმენტები.
- CIU-ში მედიაწიგნიერების თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ში დიაბეტის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი