GE

კსუ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 80 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.

სპეციალობაში გამოცდა ჩატარდება 11-12 სექტემბერს.

უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
    სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.

გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური