კსუ-ის აფილირებულმა პროფესორმა დისტანციურად პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) ჩაატარა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, იმუნოლოგმა დიდი ბრიტანეთიდან, პიტერ ლიდიარდმა დისტანციურად PBL (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) სესია ჩაატარა.
PBL მეთოდში სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ საკითხს, რომელშიც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი, ხოლო ლექტორი, ძირითადად, ფასილიტატორის როლშია. მსგავსი მიდგომით სტუდენტი იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას სწავლაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი.
პიტერ ლიდიარდმა დისტანციურ სესიაზე, კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე განიხილა PBL სწავლების ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი, დაწყებული პაციენტის წარდგენით, დასრულებული მისი დიაგნოსტირებითა და მკურნალობის გზებით.
დისტანციურ სესიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ლექტორები აქტიურად აპირებენ PBL მეთოდის გამოყენებას თავიანთ სასწავლო დისციპლინებში.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი