კსუ-ის დოქტორანტებმა ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა, ალექსანდრე რუსეცკიმ და მაია ურუშაძემ, ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტის (უკრაინა) მიერ ორგანიზებულ X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – „ქვეყნის მომავლის სოციალური პროგნოზირება – სამშვიდობო პროცესის ტექნოლოგიები”, – მოხსენებები წარადგინეს.
სამეცნიერო კონფერენციაზე ალექსანდრე რუსეცკი წარსდგა თემით – „აფხაზეთის სეცესიონისტების და იუნიონისტების საერთაშორისო პოლიტიკა“, ხოლო მაია ურუშაძე – „პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგი და შიშის ფაქტორი ფრეიმ-თამაშებში“.
დოქტორანტებმა კონფერენციაზე მოხსენებები დისტანციური ჩართვით გააკეთეს და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე რუსეცკისა და მაია ურუშაძის აქტიური კვლევითი სამუშაოები პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ასევე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ხელშემწყობ ინიციატივას, უახლოეს პერიოდში კი ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემაში მათი ახალი სტატიები გამოქვეყნდება.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი