კსუ-ის დოქტორანტებთან საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები გაიმართა
21, 22, 23, 24 და 27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამების დოქტორანტებთან საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები გაიმართა.
ჩართვებს უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ნინო მინდიაშვილი, შეხვედრების ორგანიზება კი უზრუნველყო სადოქტორო პროგრამების კოორდინატორმა – ანა გოგილაშვილმა.
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სემესტრის დოქტორანტებთან შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრას კი ესწრებოდნენ ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ირმა ბარათაშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, თეა კასრაძე.
დოქტორანტებს კიდევ ერთხელ განემარტათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება, მინიმალური სტანდარტის მნიშვნელობა, დოქტორანტურის გზამკვლევში ასახული სასწავლო და კვლევითი კომპონენტების არსი და მათი შესრულების სტანდარტები. ყურადღება გამახვილდა თემატური სემინარების, კოლოკვიუმებისა და დისერტაციების ჩაბარების ვადებსა და შეფასების კრიტერიუმებზე. პასუხი გაეცა დოქტორანტების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრებმა თბილ და საქმიან გარემოში ჩაიარა.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი