კსუ-ის ინიციატივით ტელესიმპოზიუმი – „ახალი გამოწვევები: კონსოლიდაცია უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“ ჩატარდა
2020 წლის 24.04-24.09 პერიოდში სტუდია „სალტეს“ და კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ინიციატივით, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის და შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ფონდის მხარდაჭერით, ჩატარდა ტელესიმპოზიუმი – „ახალი გამოწვევები: კონსოლიდაცია უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“.
ტელესიმპოზიუმი მიზნად ისახავდა, ახალი გამოწვევებისა და საერთო საფრთხეების გაცნობიერების გზით კრიზისების პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის ხელშეწყობას, ყურადღების გამახვილებას საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და, ზოგადად, მეცნიერების განსაკუთრებულ როლზე.
ტელესიმპოზიუმში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
“ასეთი ტიპის ექსპერიმენტული ღონისძიება პირველად ჩატარდა საქართველოში და მეცნიერების მართვის თვალსაზრისით საინტერესო ტექნოლოგიას წარმოადგენს. სახელდობრ, ეს არის ტელემეცნიერების განვითარების ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობა”, – აცხადებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შექმნილია ვებსაიტი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ მონაწილეების ვიდეომოხსენებები.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში თანამედროვე სპორტული კომპლექსი და კალათბურთის აკადემია იხსნება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი