კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით დისტანციური დასაქმების ფორუმი ჩატარდა
1-ლ დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით დისტანციური დასაქმების ფორუმი ჩატარდა. დასაქმების ფორუმი ონლაინ პლატფორმა ZOOM-ს გამოყენებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის მაძიებელმა სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და პოტენციურმა დამსაქმებლებმა საჯარო და კერძო სექტორიდან.
ფორუმი ჩატარდა ორ ნაწილად:
- I ნაწილი- ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის;
- II ნაწილი-მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისათვის.
ფორუმის პირველი სესია, კსუ-ს რექტორმა – კახაბერ კორძაიამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო ჭელიძემ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა – ნანა ამირანაშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს დასაქმების ფორუმის მნიშვნელობაზე, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პოტენციური დამსაქმებლებისთვის და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ფორუმის ფარგლებში პოტენციურმა დამსაქმებლებმა ისაუბრეს მათი კომპანიების საკადრო პოლიტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებზე და მისცეს სამსახურის მაძიებლებს რჩევები და რეკომენდაციები, რაც დაეხმარებათ მათ კარიერის სწორად დაგეგმვაში. სესიაში მონაწილეობდა: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, შპს ტელეიმედი, ს.ს თბილღვინო, შპს ციტადელი, სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია და სხვა.
ფორუმის მეორე სესია, კსუ-ს რექტორმა – კახაბერ კორძაიამ და აკადემიური პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა – თამარ ინასარიძემ გახსნეს. გამომსვლებმა ყურადღება გაამახვილეს დამსაქმებლების როლზე პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესში, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მოთხოვნაზე შრომის ბაზარზე. მეორე სესია დაეთმო სამედიცინო სექტორის რამდენიმე მსხვილი დამსაქმებლის პრეზენტაციას, მათ შორის ევექსი ჰოსპიტლებს, რომელიც აერთიანებს 18 ჰოსპიტალს, ფარმაცევტული კომპანია გეფა (ფარმადეპო და ჯიპისი), რომელიც აერთიანებს 300-ზე მეტ აფთიაქს, და ნეოფარმა+ 60-მდე ფილიალით.
დასაქამების ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქამებას. პრეზენტაციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცვნენ დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს. მიიღეს დეტალური ინფრომაცია კომპანიების საქმიანობის, სამუშაო განრიგის, ანაზღაურებისა და სხვა პირობების შესახებ.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი