კსუ-ის კურსდამთავრებულებმა სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართეს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, პროექტის „LIVE-ციკლი – შეხვედრები კურსდამთავრებულთან“ – ფარგლებში, გაიმართა ონლაინ შეხვედრა კსუ-ის სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ბაჩო ჩუბინიძესთან, დემეტრე ლომაძესა და ილია გოგილაშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, მათი კარიერის თითოეული ეტაპის მნიშვნელოვან ნიუანსებსა და გამოწვევებზე. ყურადღება გაამახვილეს, თუ რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებსა და საერთაშორისო მობილობაში (გაცვლითი პროგრამა). სტუდენტებს მისცეს რჩევები, თუ როგორ უნდა გაანგძელონ სწავლა შემდეგ საფეხურზე უცხოეთში, ასევე, როგორ დასაქმდნენ ან გაიარონ სტაჟირება უცხოეთში და რაც ყველაზე მთავარია, იყვნენ წარმატებულები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მათს კურსდამთავრებულებს და უსურვებს მათ კარიერულ და პროფესიულ წინსვლას.
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი