კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის 12 სტუდენტი მთავრობის ინიციატივით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდა
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 12 სტუდენტი შეუერთდა.
სტუდენტები თბილისის, გურჯაანის, რუსთავის, მცხეთის, ზუგდიდისა და გორის სამედიცინო კლინიკებში გადანაწილდებიან, სადაც ისინი ექიმებს დაეხმარებიან პაციენტთა შესახებ მონაცემების შეყვანაში, ასევე, ცხელ ხაზზე სატელეფონო კონსულტაციებს გასცემენ.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩვენს მოხალისე სტუდენტებს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სისტემის შეუფერხებელი მუშაობისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის”, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში თანამედროვე სპორტული კომპლექსი და კალათბურთის აკადემია იხსნება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი