კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული და კლინიკური სასწავლო კურსების სწავლება არადისტანციურ რეჟიმში განახლდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული და კლინიკური სასწავლო კურსების სწავლება არადისტანციურ რეჟიმში განახლდა.
2 ნოემბრიდან ფაკულტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ჩატარდა პირველი პრატიკული მეცადინეობები მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებთან სასწავლო კურსში „კლინიკური უნარები – პაციენტის მოვლა და საექთნო საქმე“/ Clinical skills-patients care and nursing.
არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის განხორციელებისას ადმინისტრაციის, ლექტორებისა და სტუდენტების მხრიდან ზედმიწევნითაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, დანართი N 38) რეკომენდაციები.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრად კონტროლდება: უნივერსიტეტის სივრცეში შესვლისა და გადაადგილების წესები, ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულო დისტანციის დაცვა. სრულადაა გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სრულადაა დაცული ჰიგიენის წესები და სტუდენტთა მცირერიცხოვანი რაოდენობა თითოეულ ჯგუფში.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი