კსუ-ის ორგანიზებით ესპანელი მეღვინის, ალვარ დე დიოს ერნანდესის ონლაინ მასტერკლასი გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით და ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიას“ მხარდაჭერით, ესპანელი მეღვინის, ალვარ დე დიოს ერნანდესის მასტერკლასი გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ესპანელმა სტუმარმა მსმენელებს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრეს როგორც ესპანურ, ასევე ქართულ ღვინოსა და მათ ნაირსახეობებზე. ასევე, აღინიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც კიდევ უფრო აქტიურს გახდის ესპანურ უნივერსიტეტებსა და მარნებთან თანამშრომლობას.
ონლაინ შეხვედრას 50-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სტუდენტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მარნების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის ონლაინ აქტივობები ყოველკვირეულად იგეგმება და მასში მონაწილეობა სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შემდეგი ონლაინ შეხვედრა 3 მაისს, 20:00 სთ-ზე იგეგმება, სადაც ალვარ დე დიოს ერნანდესი მევენახეობა-მეღვინეობაში ბიო მიმართულებაზე ისაუბრებს.
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ARIS.GE-განათლება
-
CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი