კსუ-ის ორგანიზებით უცხოელი სტუდენტებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე „წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება“
3, 4, 5 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და უწყვეტი განათლების სამსახურის ორგანიზებით, უცხოელი სტუდენტებისთვის ონლაინ ტრენინგ-კურსი გაიმართა თემაზე: „წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება“.
კურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებს გაეცნო ყველა ის სტრატეგია და მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მომლაპარაკებლები უკვე ათეული წლებია იყენებენ.
ტრენინგ-კურსს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი და free-lance ჟურნალისტი მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, გვანცა კაკაურიძე უძღვებოდა.
კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა ერთმანეთისგან განესხვავებინა მკაცრი, სუსტი და პრინციპული მოლაპარაკების ფორმები, წარემართათ ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკებები და თავი აერიდებინათ პოზიციური მიდგომებისგან. ტრენინგი ასევე მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოლაპარაკების მახასიათებლებსა და სხეულის ენის მნიშვნელობას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი