კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ინიციატივით, კლუბი „ახალგაზრდა მეცნიერები“ ჩამოყალიბდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ინიციატივით, კლუბი – „ახალგაზრდა მეცნიერები“ – ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერული კვლევების წახალისება და მხარდაჭერა.
5 მაისს სამეცნიერო კვლევების დეპარტამეტის ხელმძღვანელმა, სესილი გოგიბერიძემ და სტუდენთა სამეცნიერო ურთიერთობების კოორდინატორმა, ქეთევან შოშიაშვილმა ონლაინ პრეზენტაცია გამართეს, სადაც კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერაბათა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები (ბაკალავრები, მაგისტრანტები) ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და იმ მცირე გრანტების კონკურსებს, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი სთავაზობს ახალგაზრდა მკვლევარებს. სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნადა ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსები ახალგაზრდა მკვლევართათვის, სადაც მაგისტრატურის სტუდენტებსაც აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება.
ონლაინ პრეზენტაციაზე დაიგეგმა ინტენსიური შეხვედრები, რათა ახალგაზრდა მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკვლევი თემები, პრობლემები, გამოწვევები და ის ცოდნა, რაც მათ შეიძინეს უნივერსიტეტში სწავლისას და სამეცნიერო კვლევების პროცესში. ასევე აღინიშნა, უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ ინტერდისციპლინური კვლევების წარმოება, ვინაიდან თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში არსებობს მზარდი ტენდენცია გადაილახოს დისციპლინებს შორის არსებული საზღვრები და ხელი შეეწყოს პრობლემაზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური კვლევების წარმოებას.
კლუბს “ახალგაზრდა მეცნიერები“ გააჩნია თავისი Facebook ჯგუფი, რომელიც საუნივერსიტეტო ახალგაზრდა მეცნიერთა თავისუფალ ზონას წარმოადგენს.
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი