კსუ-ის სტუდენტები ზუგდიდის მერის სტიპენდიას 9 თვის განმავლობაში მიიღებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების კომისია გაიმართა, სადაც 48 სტუდენტს მერის სტიპენდია მიენიჭა. მათ შორის არიან კსუ-ის სტუდენტები: ბაკურ ხუბულავა, გიგა გოგუა, ერეკლე ჭულუხაძე, ნინი კოზმავა, რომლებმაც წინა წლის ქულების მიხედვით გაიმარჯვეს კონკურსში და სტიპენდიას 9 თვის განმავლობაში მიიღებენ.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. წელს თითქმის გასამმაგდა სტიპენდიანტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. რაც უფრო წარმატებული და მოტივირებულია ახალგაზრდობა, მით მეტი შანსი აქვს ქვეყანას, გახდეს მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო. მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ გამოწვევებს უფრო სწრაფად დაგვაძლევინებს, მათი ცოდნა ძალიან გამოადგება როგორც ქალაქს, ისე მთელ ქვეყანას“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ARIS.GE-განათლება
-
CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი