კსუ-ის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე – „ფარმაცევტის როლი და მნიშვნელობა ახალ რეალობაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე: „ფარმაცევტის როლი და მნიშვნელობა ახალ რეალობაში“, რომელსაც კომპანია „გეფას“ HR ბიზნეს პარტნიორი, თინათინ მამუჭაძე უძღვებოდა.
სპიკერმა ახალი რეალობიდან გამომდინარე ფარმაცევტის როლსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მიმდინარე პანდემიის პირობებში კი ყურადღება გაამახვილა ფარმაცევტის განსაკუთრებულ პროფესიულ დანიშნულებაზე. ასევე, ისაუბრა „გეფას“ შესახებ და კომპანიის სტაჟირების პროგრამაზე, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობენ.
ონლაინ შეხვედრის დასასრულს, დამსწრე სტუდენტებს გაუკეთეს ექსკლუზიური შეთავაზება, კერძოდ, ფასდაკლების ბარათები ცნობილ ბრენდებზე.
ონლაინ ლექცია LIVE-ციკლის – „შეხვედრა დამსაქმებელთან“ ფარგლებში გაიმართა.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი