კსუ-ის სტუდენტებისთვის რისკებისა და ოპერაციების მართვის მენეჯერმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ საჯარო ლექცია გამართა
18 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რისკებისა და ოპერაციების მართვის მენეჯერის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა თამაზე: „ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება და თანმდევი რისკები“.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა: საქართველოს საბანკო სისტემა; ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ძირითადი მახასიათებლები; საბანკო პროდუქტები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა კერძო პირების დაკრედიტების საკითხზე, სხვადასხვა სესხის ტიპებსა და რისკების პოლიტიკაზე.
ლექციას მოდერატორობა გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, თეა ლაზარაშვილმა, ასევე, სტუდენტებს მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ირმა ბარათაშვილმა
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი