კსუ-ის სტუდენტებს საადვოკატო ბიუროს ,,მიგრიაული და პარტნიორები“ სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ
უკვე მრავალი წელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორები“, რომლის სახელობითი სტიპენდია სტუდენტებმა უკვე მესამედ მოიპოვეს.
„მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს ეთერ ჩაჩუას და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს რევაზ ბერულავას. ასევე, კონკურსით გამოვლენილი კანდიდატების გარდა, საადვოკატო ბიურო ,,მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება ამჯერადაც, კონკურსგარეშე სტიპენდია დაუნიშნოს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს თამთა ხარშილაძეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პარტნიორები“ თანამშრომლობისა და სტუდენტთა წახალისებისთვის.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი