კსუ-ის სტუდენტებს საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პარტნიორები“ სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს უამრავ კომპანიასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუდენტთა კარიერული და პროფესიული განვითარების, ასევე წარმატებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით.
კომპანიათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორები“, რომლის სახელობითი სტიპენდია სტუდენტებმა უკვე მეორედ მოიპოვეს.
„მიგრიაული და პარტნიორები“, სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს გივი კაკუშაძეს, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ერეკლე ჭულუხაძეს. ასევე, კონკურსით გამოვლენილი კანდიდატების გარდა, საადვოკატო ბიურო ,,მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება კონკურსგარეშე სტიპენდია დაუნიშნოს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ნიკოლოზ წიკლაურს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პარტნიორები“ თანამშრომლობისა და სტუდენტთა წახალისებისთვის!
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი