კსუ-ის სტუდენტი, ერეკლე ხიტალიშვილი სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ბილიარდში
10-12 თებერვალს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საბილიარდო კლუბ “რიო”-ში გაიმართა სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით ტურნირში მონაწილეობა გიგი და ერეკლე ხიტალიშვილებმა მიიღეს.
პირველ ეტაპზე, ჩვენმა მონაწილეებმა უდანაკარგოდ იასპარეზეს და ყველა მოგებით თავიანთ ქვეჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს. ნახევარფინალში ძმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ერეკლე ხიტალიშვილმა მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ერეკლემ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დავით ავაკიანი 7-4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა, გიგიმ კი მესამე ადგილისთვის გამართული შეხვედრა წარმატებით დაასრულა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი