კსუ-ის ტურიზმის სტუდენტებისთვის Discover Georgia-ს დამფუძნებელმა ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა
17 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ნინო კეკელიძის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ემოციური ინტელექტი“.
ნინო კეკელიძე არის „Discover Georgia“ დამფუძნებელი, კსუ-ის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.
„სიხარული; სიყვარული; აღტაცება; წყენა; გაბრაზება; შიში; მონატრება; სირცხვილი; ემპათია“ – ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რაზეც ნინო კეკელიძემ ემოციურ ინტელექტზე საუბრისას გაამახვილა ყურადღება.
როგორც ნინო კეკელიძე აცხადებს – „დღეს, საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება ემოციურად დაბალანსებული, ჰარმონიული და ინტელექტუალური თაობა“.
აღსანიშნავია, რომ ლექციამ აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ლექციას მოდერატორობა გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ, ასევე, სტუდენტებს მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ირმა ბარათაშვილმა.
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტებმა ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი გამარჯვება მოიპოვეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი