კსუ-ის ვებინარი დისტანციური სამედიცინო კლინიკური განათლების გამოწვევების შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ლალი მეკოკიშვილმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით, ნინო ნანავამ კლინიკური საგნების ლექტორებთან ვებინარი გამართეს, სადაც დისტანციურად სამედიცინო კლინიკური განათლების გამოწვევები განიხილეს.
ვებინარზე იმსჯელეს კლინიკური სწავლების კომპონენტისა და მისი შეფასების მექანიზმებზე. კლინიკური საგნების ლექტორებს მიეცათ რეკომენდაციები, როგორ უნდა ჩართონ სტუდენტები კლინიკაში მისვლის გარეშე პაციენტის მენეჯმენტში, როგორ უნდა მოხდეს მათი კლინიკური აზროვნებისა და პროფესიონალიზმის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ დისტანციურად კლინიკური სწავლების პერიოდში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ლექტორებთან ერთად განიხილონ რეალური პაციენტის შემთხვევები.
კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით სტუდენტებს დეტალურ ინფორმაციას მედიცინის ფაკულტეტი მიაწვდის.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი