კსუ-მ საქართველოს ბიბლიოთეკარების დღესთან დაკავშირებით ონლაინ სემინარში მიიღო მონაწილეობა
30 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, საქართველოს ბიბლიოთეკარების დღესთან დაკავშირებით, გამართა ონლაინ სემინარი, ქვეყანაში მოქმედ სხვა ბიბლიოთეკებთან ერთად, თემაზე – კორონავირუსული ინფექციის გავლენა საბიბლიოთეკო საქმიანობაზე და ახალ გამოწვევბთან გამკლავება.
სემინარი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ბლოკში მონაწილეები წარდგნენ 5-10 წუთიან მოკლე მოხსენებებით საკუთარ გამოცდილებაზე, მეორე ნაწილი კი დისკუსიას დაეთმო.
ღონისძიების მიზანი იყო ბიბლიოთეკებს შორის არსებული კონტაქტების განმტკიცება-გაღრმავება; ახალი გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება; შექნილ საგანგებო ვითარებაში ურთიერთმხარდაჭერა.
შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე. მან დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გაუზიარა ბიბლიოთეკის გამოცდილება და ინფორმაცია ელექტრონული რესურსების გამოყენების შესახებ, გააცნო ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ბიბლიოთეკის თანამშრომლები პანდემიის პერიოდში და მონაწილეებს ქართული ბაზის შექმნა შესთავაზა, სადაც ელექტრონული წიგნები ავტორების ნებართვით განთავსდება. ამ საკითხით დაინტერესდნენ დანარჩენი მონაწილეებიც და გამოთქვეს მზაობა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, გაჟღერდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონულ რესურსებს, ბიბლიოთეკარები გაუზიარებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი