კსუ-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ლექცია გამართა
26 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე – „XX საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო მდგომარეობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა“.
ონლაინ ლექციას კსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი ქეთევან შოშიაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ლექციის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა XX საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობასა და იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რამაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.
ძირითადი მოხსენების შემდეგ, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები, რასაც საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
ონლაინ ლექციას კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი