კსუ-მ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: პროფესორი მინდია უგრეხელიძე – „ვიქტიმოგენეზი“; პროფესორი ვახტანგ მაისაია – „ვიქტიმოლოგია და მისი პოლიტიკური ასპექტები: საქართველოს გამოცდილება“; დოქტორანტი თამთა წირქვაძე – „აფექტირებული დანაშაული, როგორც ვიქტიმოლოგიური პრობლემა“.
დასასრულს მომხსენებლებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი