კსუ მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტებულია თუ რა შემთხვევაში ვერ მოხდება სტუდენტისთვის ლაბორატორიულ და კლინიკურ სასწავლო კურსებში კრედიტის მინიჭება.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული და კლინიკური სასწავლო კურსების სწავლება არადისტანციურ რეჟიმში განახლდა.
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად) კლინიკებსა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში განახლდა პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში შესაბამისი მითითებების და რეკომენდაციების დაცვით.
დეტალური ინფორმაცია და სასწავლო კურსების გრაფიკი გეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული სისტემის „გონი“ საშუალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ და კლინიკურ სასწავლო კურსებში კრედიტის მინიჭება ვერ მოხდება, თუ სტუდენტი არასაპატიო მიზეზით გააცდენს მეცადინეობებს. საპატიოდ მიიჩნევა და ინდივიდულურად ექნება საგნის გავლის შესაძლებლობა სტუდენტს, რომელიც დაავადებულია ახალი კორონავირუსით, იმყოფება კარანტინში/თვითიზოლაციაში ან იმყოფება კოვიდ კლინიკაში/სასტუმროში სამედიცინო პერსონალის დატვირთვით და წარმოადგენს ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს”, – ვკითხულობთ კსუ-ის განცხადებაში.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი