კსუ შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით მიღებას აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით მიღებას აცხადებს.
მიღება მიმდინარეობს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 21 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 11 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 11 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73), ან ელექტრონულად.
სპეციალობაში გამოცდები ჩატარდება 25 სექტემბერს.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
- CIU-ში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ში დიაბეტის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მესამე ავტორიზაცია მოიპოვა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი