კსუ-ში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: კახაბერ კორძაია -კსუ-ის რექტორი; მარინა გედევანიშვილი -კსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სესილი გოგიბერიძე -კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო მინდიაშვილი – კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; რასულ ესლამი – საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული; ჰამიდ მოსტაფავი – საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში.
კონფერენცია 8 სექციისგან შედგება: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; სამართალი; ბიზნესი; მედიცინა; მევენახეობა-მეღვინეობა; ირანისტიკა; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები).
კონფერენციის მუშაობაში 120-მდე მომხსენებელია ჩართული, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ARIS.GE-განათლება
-
CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი