კსუ-ში დისტანციურ რეჟიმში ქართული დიპლომატიის კვირეული გაიმართება
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
3-6 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის დისტანციურ რეჟიმში ქართული დიპლომატიის კვირეული, LIVE ლექციათა ციკლი გაიმართება.
კვირეული კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება.
ოთხივე ლექციაზე დასწრების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
შეხვედრების განრიგი, თმები და სარეგისტრაციო ველები იხილეთ ბმულზე.
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი