კსუ-ში გაიმართა ონლაინ ლექცია თემაზე „დიდი ცვლილებები: დასავლური ცივილიზაციის დასასრული თუ ტრანსფორმირება?“
23 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ლექცია თემაზე: „დიდი ცვლილებები: დასავლური ცივილიზაციის დასასრული თუ ტრანსფორმირება?“.
ონლაინ ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პეტრე მამრაძე უძღვებოდა.
მომხსენებელმა, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა, სადაც ყურადღება გამახვილდა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და მასობრივ დემონსტრაციებზე, რომელიც არეულობებით დასრულდა. პეტრე მამრაძემ ისაუბრა მის გამომწვევ მიზეზებზე, შეერთებული შტატების მოსახლეობის განწყობებსა და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, სადაც სტუდენტები თემის ირგვლივ აქტუალური პოლიტიკური საკითხებით დაინტერესდნენ. ონლაინ ლექციას კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – პროგრამები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი