კსუ-ში გაიმართა ონლაინ ლექცია თემაზე „საქართველო და გლობალური ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“
18 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ლექცია თემაზე – „საქართველო და გლობალური ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“.
ონლაინ ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრი, ანალიტიკოსი, შოთა გულბანი უძღვებოდა.
სპიკერმა ლექციაზე ისეთი საკითხები განიხილა, როგორებიცაა: გლობალური ვალის დინამიკა; საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობა; გლობალური უმუშევრობის მდგომარეობა; საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
ონლაინ ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ საკითხის ირგვლივ, ან დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი